

Bauer · საბერძნეთი
Elastosil - ელასტოსილი
ორკომპონენტიანი, ცემენტის ფუძეზე დამზადებული ელასტიკური ჰიდროსაიზოლაციო მასალა A + B
280 ₾
8 ₾/კგმიწოდება
- კურიერი…
- ექსპრესი…
- დაბრუნება 14 დღეში, კანონით დადგენილი წესით.
- გადახდა ბანკის დაცულ გვერდზე: ბარათი, Apple Pay, Google Pay.
აღწერა
წყლისგან დაცვა და ელასტიურობა ერთ საფარში.
BAUER ELASTOSIL არის ცემენტის ბაზაზე დამზადებული ორკომპონენტიანი ელასტიური ჰიდროსაიზოლაციო მასალა, რომელიც ბეტონს, აგურს, ბათქაშსა და სხვა მინერალურ ზედაპირებს წყლის შეღწევისგან იცავს. კომპლექტი შედგება მშრალი ცემენტოვანი ფხვნილისგან (A) და თხევადი ემულსიისგან (B), რომლებიც გამოყენებამდე ერთმანეთში ირევა.
განსაკუთრებით გამოსადეგია ზედაპირებისთვის, რომლებზეც ტემპერატურის ცვლილების ან ვიბრაციის გამო წვრილი ბზარები არსებობს ან მათი გაჩენაა მოსალოდნელი.
სად გამოიყენება?
აივნებზე, ტერასებსა და სააბაზანოებში – ფილების ქვეშ;
საცურაო აუზებსა და წყლის ავზებში;
სარდაფების კედლებსა და იატაკებზე, მათ შორის შიდა მხრიდანაც, როცა წყალი გარედან აღწევს კონსტრუქციაში – მასალა უძლებს წყლის უარყოფით წნევასაც;
საძირკვლებსა და მიწისქვეშა კონსტრუქციებზე;
სახურავებზე, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც წყალი გროვდება.
რატომ ELASTOSIL?
მაღალი ელასტიურობის წყალობით ფარავს ბზარებს;
უძლებს წყლის ზეწოლას როგორც საფარის მხრიდან, ისე საფუძვლიდან; გამოიყენება შიდა და გარე სამუშაოებისთვის, მათ შორის სარდაფებში, აუზებსა და სხვა მაღალი ტენიანობის სივრცეებში;
ქმნის წყალგაუმტარ საფარს, მდგრადია დაგუბებული წყლის მიმართ და ამავე დროს ინარჩუნებს ორთქლგამტარობას;
მდგრადია მზისა და რთული ამინდის პირობების მიმართ;
შესაფერისია სასმელ წყალთან უშუალო კონტაქტისთვის;
შეიძლება დაიფაროს ფილებით, შეილესოს ან დარჩეს საბოლოო საფარად. ინტენსიური ფეხით მოძრაობის ადგილებში მისი დაუცველად დატოვება არ არის რეკომენდებული – ასეთ ადგილებში საჭიროა ფილებით ან შესაბამისი დამცავი საფარით დაფარვა.
ხარჯი: 35 კგ საშუალოდ 11–12 მ²-ს ეყოფა ორ ფენად, თუ თითო ფენის სისქე 1 მმ იქნება (ჯამში 2 მმ). რეალური ხარჯი დამოკიდებულია ზედაპირის მდგომარეობაზე, ფენის სისქესა და მუშაობისას დანაკარგებზე.
სამუშაო ტემპერატურა: +5°C-დან +35°C-მდე.
ფერი: თეთრი.
შეფუთვა: 10 კგ + 25 კგ = 35 კგ (A+B კომპონენტების ჯამური წონა).
გამოყენების წესი
ზედაპირის მომზადება
საფუძველი უნდა იყოს მყარი და სუფთა. მოაშორეთ მტვერი, ცხიმი, ფხვიერი და ადვილად მოსაცილებელი ნაწილები; ღრმულები და დაზიანებები შეავსეთ შესაბამისი სარემონტო ხსნარით.
მასალა შეიძლება დაიტანოს მყარ, კარგად შეჭიდებულ ცემენტოვან ბათქაშზე. დაბერილი ან ფხვიერი ბათქაში მოაცილეთ მყარ საფუძვლამდე და დაზიანებული ადგილები აღადგინეთ.
შეღებილ ზედაპირზე პირდაპირ დატანა არ არის რეკომენდებული, რადგან წყლის ზემოქმედებით საღებავი შეიძლება დაზიანდეს. განსაკუთრებით სარდაფში, როცა წყალი კედლიდან შემოდის, რეკომენდებულია საღებავისა და სუსტი შპაკლის მოცილება მყარ მინერალურ საფუძვლამდე.
თაბაშირის ბათქაშის ან შპაკლის შემთხვევაში, განსაკუთრებით დანესტიანებულ სარდაფში, ჯერ შეაფასეთ ფენის მდგომარეობა და თავსებადობა დააზუსტეთ პირად შეტყობინებაში მენეჯერთან.
სარდაფში კედლისა და იატაკის შიდა კუთხეებში გამოიყენეთ წყალგაუმტარი დამცავი ლენტი.
ძლიერ შემწოვ საფუძველზე გამოიყენეთ მსუბუქი დატენიანება (ზედაპირზე წყლის დაგუბების გარეშე) ან პრაიმერად Bauer Superlat Latex. პრაიმერი ფხვიერი ფენების მოცილებას ვერ ჩაანაცვლებს.
სარდაფში სამუშაოს დაგეგმვა: წინასწარ გაარკვიეთ, წყალი კედლიდან ან იატაკიდან აღწევს, თუ პრობლემა მხოლოდ ნესტი და ობია – მიზეზის შეფასება აუცილებელია სწორი სამუშაოს შესარჩევად. თუ დანესტიანება და ობი შიდა კონდენსატის გამო წარმოიქმნა, მნიშვნელოვანია სავენტილაციო სისტემის მოწესრიგება, ანუ სივრცის უკეთ განიავება, რათა თავიდან ავიცილოთ სოკოს, ობისა და ნესტის განმეორებით გაჩენა.
გამოყენება: ორი კომპონენტის შერევის შემდეგ მასალა მომზადებულ ზედაპირზე დაიტანება ფუნჯით, გორგოლაჭით ან შპატელით, 2–3 ფენად. საფარის ჯამური სისქე უნდა იყოს 2–5 მმ.
მახასიათებლები
- ბრენდი
- Bauer, საბერძნეთი
- კატეგორია
- ჰიდროიზოლაცია
- შეფუთვა
- 35 კგ
ამ სამუშაოს ასევე სჭირდება





